საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამძიმრის წერილი პროფესორი იურგენ ბაზედოვის გარდაცვალების გამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მოულოდნელად, 73 წლის ასაკში, გარდაიცვალა ჰამბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, პროფესორი იურგენ ბაზედოვი. პროფესორი ბაზედოვი ასწავლიდა გენუასა და ფერარას, ოქსფორდის, პიტსბურგის, როტერდამის ერაზმუსის, ნიუ იორკის, აუგსბურგის, ბერლინისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. 2004-დან 2008-მდე იყო გერმანიის მონოპოლური საქმიანობის კომისიის თავმჯდომარე, 1997-დან 2017-მდე ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. იგი იყო ოტო ჰანის მედალის მფლობელი, აქვს მინიჭებული მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.

 

პროფესორი ბაზედოვი იყო საქართველოს დიდი ქომაგი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ფასდაუდებელი პარტნიორი, უძვირფასესი კოლეგა და მეგობარი. 2012 წელს მას მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. პროფესორმა ბაზედოვმა მისი მოღვაწეობის აქტიურ ფაზაში დაგვტოვა, მით უფრო მძიმე და წარმოუდგენელია ჩვენთვის ეს დიდი დანაკარგი. ფაკულტეტის და ზოგადად ქართველი იურისტების სახელით, ვისაც ჰქონდა შეხება დიდ მეცნიერთან და არჩვეულებრივ ადამიანთან იურგენ ბაზედოვთან, გამოვთქვამთ უღრმეს მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს.

 

 

Beileidsbekundung zum Tod von Professor Jürgen Basedow

 

Die Juristische Fakultät der Staatlichen Universität Tbilisi gibt mit tiefer Trauer bekannt, dass der ehemalige Direktor des Hamburger Max-Planck-Instituts für ausländisches und internationales Privatrecht, Professor Jürgen Basedow, im Alter von 73 Jahren plötzlich verstorben ist. Professor Basedow lehrte an den Universitäten Genua und Ferrara, Oxford, Pittsburgh, Rotterdam Erasmus, New York, Augsburg, Berlin und Hamburg.  Von 2004 bis 2008 war er Vorsitzender der Deutschen Monopolkommission, von 1997 bis 2017 Direktor des Max-Planck-Instituts für ausländisches und internationales Privatrecht in Hamburg. Er ist Träger der Otto-Hahn-Medaille und Ehrendoktor zahlreicher Universitäten.

 

Professor Basedow war ein großer Unterstützer Georgiens, ein unschätzbarer Partner der Juristischen Fakultät der TSU, ein lieber Kollege und Freund. 2012 wurde ihm die Ehrendoktorwürde der Staatlichen Universität Tbilisi verliehen. Professor Basedow hat uns inmitten gemeinsamer Projekte, in der aktiven Phase seiner Tätigkeit verlassen, wir sind bestürzt und fassungslos. Im Namen der Juristischen Fakultät und aller georgischen Juristen, die Kontakt zu dem großen Wissenschaftler und außergewöhnlichen Menschen Jurgen Basedow hatten, drücken wir unsere tiefste Trauer über seinen Tod aus und sprechen seiner Familie unser aufrichtiges Beileid aus.

თარიღი: 12/04/2023